დაიდუ ელიზაბეტ ბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაიდუ ელიზაბეტ ბელი
დაბადების თარიღი 1761
კუნძული ტრინიდადი
გარდაცვალების თარიღი 1804
ლონდონი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა ბანოვანი

დაიდუ ელიზაბეტ ბელი (ინგლ. Dido Elizabeth Belle; დ. 1761, კუნძული ტრინიდადი – გ. 1804, ლონდონი) — ბრიტანელი ბანოვანი, ადმირალ სერ ჯონ ლინდსისა და აფრიკელი მონა-ქალის მარია ბელის უკანონო შვილი.[1] [2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიდუ ელიზაბეტ ბელი 1761 წელს დაიბადა მონობაში ბრიტანეთის ვესტ-ინდოეთში. ითვლება, რომ ჯონ ლინდსმა ზანგი მონა-ქალი, მარია ბელი კარიბის ზღვაში მათ მიერ დაპყრობილ გემზე იპოვა. ადმირალმა პატარა ბელი დედის გარდაცვალების შემდეგ 1765 წელს ლონდონში წაიყვანა და მისი აღზრდა კენვუდში თავის ბიძა უილიამ მიურეის, მენსფილდის 1-ელ გრაფს და მის ცოლს ელიზაბეტ მიურეის, გრაფინია მენსფილდს მიანდო. ბელს ნათლობის შემდეგ მიანიჭეს სახელი დაიდუ ელიზაბეტ ბელი. ცოლ-ქმარი ბელს მეორე მინდობილ ნათესავ გოგონასთან, ლედი ელიზაბეტ მიურეისთან ერთად ზრდიდნენ, რომლის დედაც გარდაცვლილი იყო. ბელმა იქ 30 წელი გაატარა. თავისი ანდერძით ლორდმა მენსფილდმა მას სოლიდური თანხა დაუტოვა და მემკვიდრედ გამოაცხადა.

კენვუდის სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაფი და გრაფინია ლონდონის მახლობლად, ჰემსტედში, კენვუდ-ჰაუსში ცხოვრობდნენ. მათ თავიანთი შვილები არ ჰყავდათ და მინდობით ზრდიდნენ ლორდის ძმის შვილიშვილებს. ბელს ოჯახურ გარემოში ჩვეულებრივად ოჯახის წევრივით ექცეოდნენ. როცა წამოიზარდა, წერილების წერაში ეხმარებოდა ლორდ მენსფილდს, რომელიც ტექსტს კარნახობდა. ეს მიუთითებს, იმაზე რომ გოგონამ კარგი განათლება მიიღო.[3]

ხელოვნებასა და კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიდუ და ლედი ელიზაბეტ მიურეი

XVIII საუკუნის პორტრეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორდის ოჯახმა შეუკვეთა დაიდუს და მისი გარე ბიძაშვილის, ლედი ელიზაბეტ მიურეის პორტრეტი. ადრე სურათის მხატვრობას მიაწერდნენ (რადგან ხელმოწერილი არ არის) იოჰან ზოფანის, მაგრამ BBC-ის ტელეპროგრამის „Fake or Fortune?“-ს კვლევით, ის შოტლანდიის ეროვნული გალერეის მიერ შემოწმდა და დადგინდა, რომ სურათი, რომელიც შესრულებულია ზოფანის სტილში, შოტლანდიელ პორტრეტისტს, დევიდ მარტინს (1737-1797) ეკუთვნის. მასვე უკუთვნის ლორდ მენსფილდის ცნობილი პორტრეტი.[4] სურათი უნიკალურია იმით, რომ XVIII საუკუნის ბრიტანულ სამხატვრო ხელოვნებაში პირველად გამოჩნდა ფერადკანიანი ქალი თეთრკანიანი ქალის გვერდით, როგორც თითქმის თანასწორი.[5] აქ დაიდუ, რომელსაც მოაქვს ეგზოტიკური ხილი და ახურავს ჩალმა სირაქლემის დიდი ფრთით, არის ლედი ელიზაბეტის გვერდით და ოდნავ უკან.[6] სურათი ამჟამინდელი გრაფი მენსფილდის საკუთრებაა და ინახება შოტლანდიაში. 2007 წელს, ბელის შესახებ სხვა სრულყოფილ ინფორმაციასთან ერთად, წარმოდგენილი იყო კენვუდ-ჰაუსში გამოფენაზე, რომელიც მიეძღვნა 1807 წელს მიღებული მონათვაჭრობის აკრძალვის შესახებ კანონის 200 წლისთავს.[7]

კინემატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიდუ ელიზაბეტ ბელის შესახებ რეჟისორმა ამა ასანტემ გადაიღო ბიოგრაფიული დრამა ბელი. ფილმში დაიდუს როლი აფრიკული წარმოშობის ინგლისელმა მსახიობმა, გუგუ მბატა-როუმ შეასრულა.

„Fern Meets Dido“ — 2018 წლის მიუზიკლი, რომლის ავტორია ევანდე ბიგრეივი. ისტორია თანამედროვე ფერადკანიან გოგონაზე, რომელიც არ არის დარწმუნებული თავის თავში. კენვუდ-ჰაუსში მოგზაურობის დროს ხდება სასწაული და ის ბრუნდება წარსულში, სადაც დაიდუს ხვდება.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]