შინაარსზე გადასვლა

დაიანა კავერნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაიანა ლეილანი კავერნი (ინგლ. Dianna Leilani Cowern; დ. 4 მაისი, 1989) — სამეცნიერო კომუნიკატორი და იუთუბერი. თავის არხზე Physics Girl („ფიზიკის გოგონა“) აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენას ხსნის. 2020 წლამდე პარტნიორობდა PBS Digital Studios-თან.[1] დაიანა ხშირად მუშაობს „მტიმ“ (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) პრინციპის მიმდევარ ისეთ სამეცნიერო კომუნიკატორებთან, როგორებიც არიან: დერეკ მიულერი (არხი — „Veritasium“), მაიკლ სტივენსი (არხი — „Vsauce“), საიმონ გირცი და გრანტ სანდერსონი (არხი — „3Blue1Brown“).

კავერნი დაიბადა და გაიზარდა ჰავაიში.[2] მეხუთე კლასში სკოლის ალბომის ყდის მოხატვის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც მეცნიერებითა და ხელოვნებით დაინტერესდა.[3] ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას, იგი შთაგონებული იყო ნილ დეგრას ტაისონით და სწორედ ამ დროს მიიქცია მისი ყურადღება სამეცნიერო კომუნიკაციამ.[4] დაიანამ ფიზიკა მასაჩუსეტსის ტექნილოგიის ინსტიტუტში ისწავლა და 2011 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო.[4][5]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კავერნი ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკური ცენტრის ერთ-ერთი მკვლევარი გახდა.[6] მოგვიანებით მან კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და კოსმოსური მეცნიერების ცენტრის კოორდინატორად დაიწყო მუშაობა.[7] მისი ერთ-ერთი მიზანი გოგონებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.[8] სამეცნიერო ვიდეოების გადაღება General Electric-ში აპლიკაციების დეველოპერად მუშაობისას დაიწყო. 2014 წელს მოიპოვა ალან ალდას სამეცნიერო კომუნიკაციის ცენტრის ჯილდო.[7] მეცნიერების შესახებ არაერთხელ უსაუბრია მედიაში, მათ შორის U.S. News & World Report-ზე.[9]

2017 წლის თებერვალში კავერნი Google-ს გაესაუბრა, თუ როგორ გახდა „იუთუბის ფიზიკის გოგონა“.[10] 2017 წლის დეკემბერში ჰქონდა ინტერვიუ APS News-თან.[11] კავერნი გამოჩნდა HuffPost-ის, Slate-ისა და Scientific American-ის ბლოგებში.[12][13]

2018 წელს, დაიანამ მოიგო Webby Award-ის ჯილდო და შევიდა ფორბზის 30 წლამდე ასაკის 30 განმანათლებლის სიაში.[14]

2020 წლის 25 სექტემბერს დაიანამ იუთუბზე თავის ვიდეოში „Why is it impossible to make a red bubble... or IS it?!“ განაცხადა, რომ PBS Studios-თან ხუთწლიანი პარტნიორობა დაასრულა.[15]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ფიზიკის გოგონა. PBS Digital Studios. ციტირების თარიღი: December 13, 2017
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 24, 2019. ციტირების თარიღი: June 14, 2019
  3. მეცნიერების სილამაზე — როგორ ავრცელებს დაიანა კავერნი სიყვარულს შემოქმედებითი ალტერნატივის საშუალებით en. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 7, 2018. ციტირების თარიღი: February 6, 2018
  4. 1 2 „გაიცანით ფიზიკის გოგონა, იუთუბერი, რომლის საქმიანობაც მეცნიერების ახსნაა“. Science | AAAS (ინგლისური). March 16, 2017. ციტირების თარიღი: February 6, 2018.
  5. ჩო, ედრიენ. გაიცანით ფიზიკის გოგონა, რომლის საქმიანობაც მეცნიერების ახსნაა (March 16, 2017). ციტირების თარიღი: May 23, 2020
  6. Education, P. B. S.. (October 26, 2019) რატომ იქცა შეფერხება ჩემთვის საჭირო ბიძგად.
  7. 1 2 მაკდონალდი, კიმ. (June 5, 2014) ფიზიკის გოგონა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ეროვნულ კონკურსში იმარჯვებს.
  8. ბიდველი, ალი. (August 4, 2015) ფიზიკის გოგონა ამბობს, როგორ აყვარებს ბავშვებს მტიმ-ს.. US News.
  9. „დაიანა კავერნი - U.S. News STEM Solutions“. U.S. News STEM Solutions (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 6, 2018.
  10. Talks at Google (February 7, 2017), დაიანა კავერნი: როგორ გავხდი „იუთუბის ფიზიკის გოგონა“, https://www.youtube.com/watch?v=EMrzEJDJCAA. წაკითხვის თარიღი: February 6, 2018
  11. გაალი, რეიჩელი (December 2017). „იუთუბის ფიზიკის გოგონა“. APS News. 26 (11): 2, 7. ციტირების თარიღი: December 13, 2017.
  12. „დაიანა კავერნი (ფიზიკის გოგონა)“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: February 6, 2018.
  13. PBS Digital Studios (November 18, 2016), ბნელი მატერიის ძიებაში | დაიანა კავერნი | PBSDS Nerd Night 2016, https://www.youtube.com/watch?v=jjs3Qu92LC8. წაკითხვის თარიღი: February 6, 2018
  14. დაიანა კავერნი.
  15. Why it’s impossible to make a red bubble… or IS it?!. September 25, 2020. https://www.youtube.com/watch?v=Oa5jQWJaFoQ. წაკითხვის თარიღი: September 25, 2020.