დათუნა ფეიქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დათუნა ფეიქარიერეკლე II-ის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების გამცემი (პაატა ბატონიშვილის შეთქმულება 1765).

დათუნა ფეიქარს, რომლის ცოლი ძიძად იყო მეფის სასახლეში, დავალებული ჰქონდა მეფისა და სამეფო ოჯახის ამოწყვეტის მიზნით შეთქმულნი სასახლეში შეეყვანა. შეთქმულთა განზრახვა დათუნა ფეიქარმა მეფის კარის ეკლესიის მღვდელს გაანდო აღსარებაში, რომელმაც შეთქმულების ამბავი მეფეს შეატყობინა. გადმოცემით, გაწეული სამსახურისათვის ერეკლე II-მ დათუნა ფეიქარს აზნაურობა და ყორჩის (მცველის) სახელო უბოძა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]