დათუნა არაგვის ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დათუნა არაგვის ერისთავიარაგვის ერისთავი 1632-1634 წლებში, ნუგზარ არაგვის ერისთავის ძე და ზურაბის ძმა.

არაგვის ერისთავი მას შემდეგ გახდა, რაც თეიმურაზ I-ის ბრძანებით დათუნას უფროსი ძმა ზურაბი მოკლეს. დათუნამ თავიდანვე ქართლში მოსული როსტომ-ხანის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა. არაგვის ერისთავს ქართლის ვალის შურისძიების ეშინოდა, რადგან თავის დროზე დათუნას ძმამ, ზურაბმა როსტომის ძმისშვილი, სიმონ-ხანი მოკლა. მიუხედავად ამისა, როსტომ-ხანმა დათუნასთან კარგი ურთიერთობის დამყარება სცადა, მაგრამ დათუნა მაინც მის მოწინააღმდეგედ და თეიმურაზ I-ის მოკავშირედ რჩებოდა. როსტომმა დათუნა მუხრანში მიიპატიჟა და ნადიმის დროს თავადებს გაბაშვილსა და თურქესტანიშვილს მოაკვლევინა, მისი მოკვეთილი თავი კი ირანის შაჰს გაუგზავნა. როსტომი დუშეთში ჯარით შევიდა, არაგვის ერისთავი კი დათუნას უმცროსი ძმა ზაალი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პ. იოსელიანი, „აღწერა დუშეთისა თბილისის გუბერნიის ქალაქისა“, თარგმანი - 2012, გვ. 101;