დათო ბარბაქაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით (დათო) ბარბაქაძე (დ. 7 თებერვალი, 1966, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, ესეისტი.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი.

1990 წლიდან თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კითხულობდა ფილოსოფიის შესავლის, ფილოსოფიის ისტორიის, რელიგიის ფილოსოფიის, ესთეტიკის, ლოგიკის აკადემიურ კურსებს. 1992-1994 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში (თსუ-ის სოციოლოგიის კათედრაზე), რომელიც ნებაყოფლობით მიატოვა. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეო-ჟურნალი, „დათო ბარბაქაძის ჟურნალის“ სახელწოდებით, რომელიც პერიოდულად პრეზენტირდებოდა თსუ-ში 1994 წლამდე. 1994 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი „პოლილოგი“ . 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი „ლიტერატურა“. 2001-2004 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 2005-2008 წლებში იყო სსიპ „ირმის ნახტომის“ არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი. 2014 წლიდან არის თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პედაგოგი და უძღვება აკადემიურ კურსებს: „პოეზია და ფილოსოფია“, „ხელოვნების ფილოსოფია და ხელოვნების სოციოლოგია გერმანიაში“, „ევროპული რომანტიზმი“, „ევროპული ლიტერატურული ავანგარდი“ და სხვ. ქართულ ენაზე თარგმნის გერმანულენოვან პოეზიას. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანებისა და ავსტრიის პენ-კლუბის, ასევე რამდენიმე საერთაშორისო საზოგადოებისა და რედკოლეგიის წევრი. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. მისი ორიგინალური და მთარგმნელობითი შემოქმედება თავმოყრილია 2014 წელს დასტამბულ მრავალტომეულში სახელწოდებით „შედეგები“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]