დათია ბადალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დათია ბადალაშვილი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1989(1989-09-29) (34 წლის)
დაბადების ადგილი დიდი თონეთი, საქართველოს სსრ ან თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი
საქმიანობა მწერალი და ბიბლიოთეკარი
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
 საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჟანრი მოთხრობა და მცირე პროზა

დათია ბადალაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1989, დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი) — ქართველი მწერალი და ბიბლიოთეკარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1989 წლის 29 სექტემბერს, მანგლისში. 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.

მშობლიურ სოფელ დიდ თონეთში დაბრუნებულმა დათია ბადალაშვილმა მიტოვებული ბიბლიოთეკიდან წიგნები მოაგროვა და ქართული საზოგადოების თანადგომით ვაჟა-ფშაველას სახელობის ახალ ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც მუშაობს კიდეც ბიბლიოთეკარად. თავის სოფელშივე აპირებს იმ დანგრეული შენობის აღდგენას, რომელშიც 1886-1888 წლებში მასწავლებლად მუშაბოდა ვაჟა-ფშაველა.

მისი მინიატურები დაიბეჭდა: ჟურნალი „ცისკარში“ (2015, 2017), „ლიტერატურულ გაზეთში“ (2016), „ლიტერატურულ მესხეთში“ (2016, 2017).

არის 2018 წლის პენ-მარათონის ფინალისტი და „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ლაურეატი.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიჭვები შორს იყო (მინიატურები)[1], - თბილისი, ინტელექტი, 2019
  • ლეკვების სამოთხე (მინიატურები), - თბილისი, ინტელექტი, 2022

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთ „ივერიის“ პრემია, 2017
  • „წინანდლის პრემია“ ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა (პროზა)“, წიგნისათვის „ფიჭვები შორს იყო“[2], 2019

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]