დათვისთხილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დათვისთხილა
TurkHazel.jpg
Corylus colurna
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  თხილი
სახეობა:  დათვისთხილა
ლათინური სახელი
Corylus iberica, Corylus colurna
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : ???

დათვისთხილა, ქართული თხილი (ლათ. Corylus iberica, Corlylus colurna) — ტანმაღალი ხე არყისებრთა ოჯახისა. აქვს მუქი რუხი კორპიანი ქერქი, გრძელყუნწიანი ფოთლები. გავრცელებულია ირანში, ბალკანეთის ნახევარკუნძულსა და მცირე აზიაში. საქართველოში უფრო ხშირად მთის შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში გვხვდება, ზღვის დონიდან 800-1600 -მდე. ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული და ქარგამძლეა.

იზრდება ტყის ჰუმუსიან ყომრალ ნიადაგზე, თუმცა ხირხატიან და კირიან ნიადაგებზეც კარგად ხარობს. მის წვრილშრიანსა და მოწითალო მერქანს ავეჯისა და სახარატო ნაკეთობისათვის იყენებენ ნაყოფის გული გემრიელია, მაგრამ კირკიტია და ამის გამო ნაკლებად იყენებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]