დათა ხიზამბარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დათა ხიზამბარელი (დ. 1849, ნოსტე, კასპი — გ. 1874, იქვე) — უძლეველი ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, შეუპოვრობით, იშვიათი ოსტატობით. ხელობით მეტივე იყო. ჯმუხი, ცოტათი მოხრილი და დათვურად ნაკვეთი. მისი თანამედროვე მწერალი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე წერდა: „მე ამ დღეობაში ვნახე ერთი თვრამეტი-ცხრამეტი წლის მოჭიდავე. არ შეგიძლიან წარმოიდგინოთ მისი სისხარტე ჭიდაობაში. რამდენნაირი ხერხი და ოსტატობა აქვს გამზადებული თავისი მოწინაღმდეგების წასაქცევად. ვისაც ხიზამბარელის ჭიდაობა უნახავს, ადვილად შეუძლია წარმოიდგინოს, სადამდის განვითარებულა ჩვენში ჭიდაობა“ (გაზეთი „დროება“, 1867 წელი). მოგვიანებით, 1888 წელს, გაზეთი „ივერია“ ასე ახასიათებდა ხიზამბარელს: „საქართველოში ბევრი გამოჩენილი ფალავანი ყოფილა, მაგრამ ხიზამბარელივით კი სახელი არავის გაუთქვამს. თითქმის სახალხო გმირად გადაიქცა. ტანზე, სადაც არ უნდა მოგევლო ხელი, იტყოდი თუ ხე არისო, ანუ ქვა და არა ხორცი. ზეზე კისრული იცოდა და რაღა-კი წამოიღებდა, იტყოდა ხოლმე „ახლა თუ გინდათ ხარ-კამეჩიც მოუბით, ვეღარ შეიმაგრებთ, გადავიტანო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]