შინაარსზე გადასვლა

დავით გუგუნავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დათა გუგუნავა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გუგუნავა (მრავალმნიშვნელოვანი).
დავით გუგუნავა
დათა გუგუნავა
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1815
გარდაცვალების თარიღი 1885
კუთვნილება რუსეთის იმპერია
წოდება პრაპორშჩიკი
ნაწილი გურიის დრუჟინა
ბრძოლები/ომები გურიის აჯანყება 1841, რუსეთ-თურქეთის ომი (1877-1878)
კავშირი სიმონ გუგუნავას მამა

დავით (დათა) სიმონის ძე გუგუნავა (დ. 1815 — გ. 1885) — თავადი, ქართველი მომღერალი, ლოტბარი, რუსეთის არმიის პრაპორშჩიკი.

მონაწილეობდა გურიის 1841 წლის აჯანყებაში, თუმცა შემდეგ მთავრობას შეურიგდა. არჩეული იყო ოზურგეთის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად (დაახლ. 1871). რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წწ. ომის დროს წარმატებით მეთაურობდა გურიის დრუჟინას.

დათა გუგუნავა, გარდა სამხედრო მოღვაწეობისა, იყო ხალხური სიმღერების შემსრულებელი. მისი მოწაფე იყო სამუელ ჩავლეიშვილი. მისი ვაჟი, სიმონი, იყო ცნობილი პოეტი და მთარგმნელი. არის ავტორი სიმღერისა „შავი შაშვი ჩიოდა“, რომელიც მან შვილის, ტიტიკოს, გარდაცვალების გამო დაწერა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ნიკო ჯავახიშვილი Грузины под Российским Флагом: Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917, 2003, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 99.
  • ახუაშვილი ი. გუგუნავები, თბილისი, 2002 გვ. 290