დავუდ ქაზიმოვი
დავუდ ქაზიმოვი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 9 ნოემბერი, 1926 |
დაბ. ადგილი | ბაქო |
გარდ. თარიღი | 14 თებერვალი, 2015 (88 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | მხატვარი |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | ა. აზიმზადესს სახელობის ბაქოს სამხატვრო სასწავლებელი |
ჯილდოები | Honored painter of Azerbaijan SSR და People's Artist of Azerbaijan |
შვილ(ებ)ი | Akif Kazımov |
დავუდ მეჰდი ოღლუ ქაზიმოვი აზერ. Davud Mehdi oğlu Kazımov(დ. 9 ნოემბერი, 1926, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ — გ. 14 თებერვალი, 2015, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფერმწერი, აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (1992).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ა. აზიმზადეს სახელობის ბაქოს სამხატვრო სასწავლებელი. სასწავლებლის დასრულების შემდეგ იქვე გააგრძელა მუშაობა პედაგოგის რანგში. 1984—2001 წლებში აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა. 1994 წელს გახდა დოცენტი, ხოლო 1996 წელს — პროფესორი. 2001 წლიდან იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის აკადემიური ფერწერის კათედრის პროფესორი.[1]
1947 წლიდან — რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენის მუდმივი მონაწილე. არაერთხელ მიმართავდა შრომისა და შრომის მუშაკთა თემას ნახატებით: „კასპიიის სიღრმეებში“, „მწველავები“, „გზები“, „სიმღერები“, „მეგობარი ქალები“ და სხვ. პროვინციული მოსახლეობის ცხოვრების წესი, ჩვევები და ტრადიციები, ეთნოგრაფიული განსაკუთრებულობები, ნაციონალური კოსტიუმები ასახულია ნამუშევრებში: „კასპიის კიდეზე“, „მწველავები“, „გზები“; სხვა სამუშაოებს შორისაა: „ჰეიგელი“, „გახი“, „აყვავებული ვაკე“, „შახდაგი“. მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა — კასპიის მენავთობეთა შრომა ნავთობის ქვებზე (ნახატები „ზაგულბა“, „ზღვის სანაპირო“).
ასევე ცნობილი იყო როგოც გრაფიკის ნიჭიერი ოსტატი. ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: ილუსტრაციები ჯაბარ ჯაბარლის, ჯალილ მამედყულიზადეს, აბდულა შაიგის ნაწარმოებებისათვის, ასევე აზერბაიჯანელი პოეტის მირზა ალი მოჯუზას ლექსებისათვის. ფლობს მინიატურების ხატვის ხელოვნებას. ბულგარეთსა და ესპანეთში კიაზიმოვის შემოქმედებითი მივლინებების ლოგიკური შედეგი გახდა ნაწარმოებების შექმნა «ბულგარული» და «ესპანური» ციკლიდან. ამ მოცემული პერიოდის ნაშრომებიდან იკვეთება ნახატი „ესპანეთის ქედი“. აშშ-ში აზერბაიჯანის საერლჩოს ჰოლში განთავსებულია ოსტატის ნამუშევარი „აპშერონის პეიზაჟი“.
მხატვრის ნამუშევრები აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში და აზერბაიჯანის მხატვართა კავშირის სამხატვრო ფონდში ინახება, ასევე გვხვდება რუსეთის, თურქეთის, ირანის, უნგრეთის, გერმანიას და სხვა ქვეყნებში არსებულ კერძო კოლექციებში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Азербайджанская культура понесла тяжелую утрату Oxu.az 15.02.2015
- ↑ Давуд Кязымов (1926)