დავით I უმიწაწყლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დავით Iტაშირ-ძორაგეტის მეფე 991-996 და 1048-1049 წლებში. დავით კვირიკიანი, თავისი სამეფოს დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, ბიძას, ანისის მეფე გაგიკს განუდგა. გაგიკმა ეს არ აპატია და ძმისწულს სამეფო წაართვა, დამორჩილების შემდეგ კი – უკან დაუბრუნა. ამის გამო დავით კვირიკიანს „უმიწაწყლო“ (სომხ. Անհողին - ანჰოღინი) უწოდეს. ჰაღპატის მონასტრის 996 წ. ერთ წარწერაში იგი სწორედ ამ ზედწოდებით იხსენიება.

დავით კვირიკიანის მოღვაწეობის შედეგად მიღწეული წარმატებები ყველაზე ნათლად გამოიხატა მის სამეფო ტიტულატურაში. „მატიანე ქართლისა“ მას „სამშვილდარსა და ძორაგეტელს“ უწოდებს, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ დავითი სამშვილდის და ტაშირ-ძორაგეტის მფლობელია, მათეოს ურჰაეცი კი მას „ალვანთა მეფედ“ მოიხსენიებს, რადგან დავით ანჰოღინმა ტაშირ-ძორაგეტის საზღვრები აღმოსავლეთის მიმართულებითაც გააფართოვა და კვირიკიანთა სამეფოში ალბანეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც შევიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი. ნაკვ. I. თბ. 1979.
  • ქ. ქუთათელაძე. ქვემო ქართლი. პოლიტიკური ისტორიის საკითხები (ტაშირ-ძორაგეტის სამეფო, ორბელთა გვარის ისტორია). თბ. 2001.
  • თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო, თბ., 1982
  • მ.ლორთქიფანიძე, რ.მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007