დავით ჯაბიძე
დავით ვასილეს ძე ჯაბიძე (დ. 23 თებერვალი, 1916. სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი — გ. 15 დეკემბერი, 1982) — საბჭოთა კავშირის გმირი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აეროკლუბი. 1938 წელს საბჭოთა არმიაში დაიწყო მსახურობა, ხოლო 1940 წელს — დაამთავრა სტალინგრადის სამხედრო საავიაციო სასწავლებელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ჯაბიძე 1941 წლის ივლისიდან მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1941 წლის 23 ივლისს მან თავისი თვითმფრინავით პირდაპირ მიიტანა იერეიში ბომბდამშენ Ju.88-ზე.
1946 წლის 15 მაისს, სსრკ-ს წინაშე დამსახურებების გამო დ. ჯაბიძეს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
1947 წლის ივლისამდე იგი მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალელბში. 1955 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი და ასპირანტურა. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობდა უნივერსიტეტში.
დავით ჯაბიძე გარდაიცვალა 1982 წლის 15 დეკემბერს. არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა ”საბჭოთა საქართველო” თბილისი - 1964
- Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981