დავით ხომასურიძის სარექტიფიკაციო აპარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დავით ხომასურიძის სარექტიფიკაციო აპარატი, - მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მრავალკომპონენტიანი თხევადი ხსნარის დაყოფა შესაბამის ფრაქციებად.

მსგავსი კონსტრუქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრეწველობაში ფართოდ არის დანერგილი რამდენიმე კომპონენტისაგან შემდგარი თხევადი ნარევის გაყოფის ხერხი ე.წ. რექტიფიკაცია, რომელიც ემყარება ნარევის მრავალჯერად აორთქლებას და მისი ორთქლის კონდენსაციას, ან ერთჯერად აორთქლებას და კომპონენტების შემდგომ მრავალ საფეხუროვან კონდენსაციას. სარექტიფიკაციო აპარატები შეიცავენ შესაბამის სარექტიფიკაციო სვეტებს სადაც განლაგებულია თეფშების წყობური. მათი დანიშნულებაა ფაზებშორისი კონტაქტის განვითარება, რაც მიიღწევა სათანადო სვეტის სიმაღლეზე. მეტად მნიშვნელოვანია საკუთრივ სვეტის სიმაღლე. როგორც წესი,სარექტიფიკაციო სვეტის სიმაღლე ნავთობგადამამუშავებელ მრეწვწლობაში ორმოც მეტრზე, ხოლო სპირტის მრეწველობაში ოც-ოცდახუთ მეტრზე ნაკლები არ არის. აქედან გამომდინარე აღნიშნულ სარექტიფიკაციო აპარატებში სვეტის სიმაღლის ქვედა ზღვარი მკაცრად ფიქსირებულია და გარკვეულ ზღვარზე დაბალ სვეტში აღნიშნული კონსტრუქციებით მაღალხარისხოვანი პროდუქციის წარმოება პრაქტიკულად შეუძლებელია.

დანიშნულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ხომასურიძის სარექტიფიკაციო აპარატის დანიშნულებაა განახორციელოს მრავალ კომპონენტიანი თხევადი ნარევის დაყოფა შესაბამის ფრაქციებად, ბარბოტირების მეთოდის გამოყენებით რექტიფიკაციის პროცესებში. არსებული სვეტებისაგან განსხვავებით მას გააჩნია ორმაგი სარექტიფიკაციო-სადეფლეგმაციო გრიგალური ტიპის ვერტიკალური სვეტი. სვეტის ასეთი სახით კონსტრუირება საშუალებას იძლევა მისი სიმაღლე ათჯერ და მეტჯერ შემცირდეს, ამასთან, გაერთიანდეს ორი პროცესი: რექტიფიკაცია და დეფლეგმაცია. აპარატი საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ამაღლდეს ნარევი ხსნარის (როგორც თხევადი, ისე თხევად-გაზური) გაყოფის სიზუსტე და სისუფთავის ხარისხი.

აპარატის მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი