დავით სრესელი
დავით (დათიკო) ავთანდილის ძე სრესელი (დ. 1878 — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი.
თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაასრულა გორის სასულიერო სემინარია (1896), შემდეგ იუნკერთა სასწავლებელი. 1904 წლიდან მსახურობდა თურქესტანის მე-10 მსროლელთა პოლკში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, რომლის დროსაც შტაბს-კაპიტნობიდან პოლკოვნიკობამდე დაწინაურდა. 1915 წელს დაიჭრა დასავლეთის ფრონტზე. დაჯილდოებული იყო წმ. ანას III (1915) და წმ. სტანისლავის II (1916) ხარისხის ორდენებით და გიორგის იარაღით (10 აპრილი, 1917; 1916 წლის 25 მაისს სოფ. პშედმესტიცესთან ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს ჯარში (მ. შ. 1920 წელს იყო სოხუმის გარნიზონის უფროსი). საბჭოთა ხელისუფლების წაქეზებით 1923 წელს გააძევეს თავის მამულიდან სოფ. ჯარიაშენში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დღეებში დააპატიმრეს და დახვრიტეს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით სრესელი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
- Сресели Давид. „Памяти героев Великой войны 1914–1918“.
- ბოლშევიკებთან მებრძოლი 36 მენშევიკის ამბავი გორის სოფლებიდან. qartli.ge.
- დაბადებული 1878
- გარდაცვლილი 1 სექტემბერი
- გარდაცვლილი 1924
- ქართველი პოლკოვნიკები
- რუსეთის იმპერიის ოფიცრები
- ქართველები პირველ მსოფლიო ომში
- წმინდა ანას III ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენის კავალრები
- ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“-ის კავალრები
- საბჭოთა კავშირის რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში