დავით მიძნაძორელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით მიძნაძორელიIX საუკუნის I ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მიძნაძორის მონასტრის (კლარჯეთი) მაშენებელი და პირველი წინამძღვარი.

დავითის მოწაფეები იყვნენ ილარიონი და ბარეთელთის მონასტრის (კლარჯეთი) მაშენებელი და წინამძღვარი ზაქარია. გიორგი მერჩულე დავით მიძნაძორელს დიდს და მონასტერთა მაშენებელს უწოდებს. საქართველოს ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება 5 (18) ოქტომბერს კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.