დავით მიტროპოლიტი (ამბა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავითი
ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი
Mitropoliti daviti1.jpg
მეუფე დავითი
პროვინცია კახეთი
ეპარქია ალავერდის ეპარქია
ეკლესია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დროშა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია
ინთრონიზაცია 16 აპრილი, 1992

საერო სახელი ირაკლი მახარაძე
დაიბადა 3 თებერვალი 1960
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მიტროპოლიტი ამბა დავითი (დ. 3 თებერვალი, 1960, თბილისი. ერისკაცობაში: ირაკლი მახარაძე) — ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე.

ირაკლი 1991 წლის 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მანამდე კი, 1988 წლის 23 ნოემბრიდან დიაკვანი, ამავე წლის 25 დეკემბრიდან კი მღვდელი იყო. 1992 წლის 24 მაისს ეპისკოპოსად აკურთხეს და ნიკორწმინდის ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა, ამავე წელს კი ბოდბის ეპარქიის წინამძღვრად,1993 წელს კი, ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1992 წლიდან 1995 წლამდე საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 1996 წლის 25 დეკემბერს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. 2000 წლის 28 ნოემბერს, მღვდელმთავრის უმაღლესი წოდება — მიტროპოლიტობა მიანიჭეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]