დავით მერკვილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დავით (კუკური) მერკვილაძე (დ. 26 მაისი, 1919, ჭალატყე, შორაპნის მაზრა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა — გ. 17 ივლისი, 1966, თბილისი) — საბჭოთა კავშირის სამამულო ომის გმირი.

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და იბრძოდა უკრაინის I, II და IV ფრონტებზე. უნგრეთში საომარი მოქმედებებისას სერჟანტმა დავით მერკვილაძემ 8 ჯარისკაცის თანხლებით აიღო სტრატეგიული სიმაღლე ბუდაპეშტის მისადგომებთან და დამხმარე ძალების მოსვლამდე 5 საათის განმავლობაში მტრის 2 ასეულის რამდენიმე იერიში მოიგერია. ამ დამსახურებისათვის დავით მერკვილაძეს 1945 წლის 28 აპრილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სამამულო ომის II ხარისხის, დიდების II და III ხარისხის ორდენებით და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]