დავით მაზანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით მაზანაშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 7 აგვისტო, 1972(1972-08-07) (51 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი ჯაზი
საქმიანობა პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო

დავით მაზანაშვილი (დ. 7 აგვისტო, 1972) — ქართველი პიანისტი.

ფორტეპიანოზე დაკვრას 4 წლიდან ეუფლება. 10 წლის ასაკში ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურსის ლაურეატობის წოდება მიიღო. მუსიკალური სასწავლებელში გაიარა როგორც კლასიკური და ჯაზური ფორტეპიანოს, ასევე საკომპოზიციო კლასი. 1999 წელს მუშაობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუსიკოსებთან — გია სალაღიშვილთან და ნოდარ ექვთიმიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოს ჯაზ-ტრიო, რომელიც მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალში, სადაც დავით მაზანაშვილმა მიიღო პირველი ლაურეატის წოდება.

მაზანაშვილი აგრეთვე არის საქართველოს პროფესიონალთა ლიგის წევრი. იგი უკრავდა და სცენაზე იმყოფდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან როი ეიერსი, ჯენის ჰარინგტონი, ტანია მარია, ბილი კობემი, დერეკ ჯეიმზი, გერი სუორტსი და სხვები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]