დავით კილაძე
დავით კილაძე | |
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქართველოს სამმართველოს უფროსი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი, 1934 – 11 ნოემბერი, 1934 | |
წინამორბედი | სამმართველო შეიქმნა |
მემკვიდრე | სერგო გოგლიძე |
დაბადებული | 1885 სოფელი მამათი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 5 ოქტომბერი, 1937 (52 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
დავით სიმონის ძე კილაძე (დ. 1885, სოფელი მამათი, ოზურგეთის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 5 ოქტომბერი, 1937) — ქართველი, საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელი, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით კილაძე დაიბადა 1885 წელს სოფელ მამათში, მკერავის ოჯახში. განათლება არ მიუღია. კომუნისტური პარტიის წევრი 1905 წლიდან. 1903—1904 წლებში მუშაობდა ფოთში ტუღუშის სტამბაში მუშად, 1904 წლის სექტემბრიდან 1905 წლამდე — ფოთის პორტში — მეკურტნედ.
1905 წელს ხელმძღვანელობდა რსდმპ მებრძოლთა რაზმს, რომელიც გაგზავნილ იქნა სოჭში შეიარაღებული აჯანყების დასახმარებლად. იმავე წელს გაიცნო სერგო ორჯონიკიძე. 1905-1907 წლებში იმყოფებოდა ფოთსა და ბაქოში არალეგალურ მდგომარეობაში. 1906-1907 წლებში იყო რსდმპ-ს ბაქოს საბრძოლო ორგანიზაციის წევრი და მონაწილეობას იღებდა სპარსეთის აჯანყებაში. 1907 წლის აგვისტოში რსდმპ-ს დავალებით ეკატერინოდარში გაემგზავრა, სადაც 9 სექტემბერს დააპატიმრეს. ტფილისის სასამართლო პალატამ და სამხედრო-სამხარეო სასამართლომ მას კატორღა მიუსაჯა. 1907-1917 წლებში გადასახლებაში იმყოფებოდა ენისეის გუბერნიის კანის მაზრაში, სადაც აგურისა და ლუდსახარშ ქარხნებში შავ მუშად მუშაობდა. 1917 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე ქ. ბაქოში საგამოძიებო კომისიის წევრი იყო, 1917 წლის ნოემბრიდან 1918 წლის მარტამდე - ბაქოს დაცვის მფრინავი რაზმის უფროსის თანაშემწე. 1918 წლის მარტიდან მაისამდე ტუბერკულოზისაგან მკურნალობდა ფოთში, ამავე წელს იყო რკპ (ბ) ფოთის იატაკქვეშა საქალაქო კომიტეტის თავმჯდომარე. 1919-1920 წლებში რკპ (ბ) ქუთაისის იატაკქვეშა საგუბერნიო კომიტეტის წევრი, ხელისუფლების მიერ ორჯერ იქნა დაპატიმრებული. 1920-1921 წლებში იყო სამხედრო ორგანიზაციის წევრი, რომელიც საქართველოში აჯანყებას ამზადებდა. 1921-1922 წლებში საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს სატყეო კომიტეტის კოლეგიის წევრი გახლდათ. 1922 წელს ტფილისში, ტრესტის მმართველად მუშაობდა.
1922 წლიდან 1924 წლის ივლისამდე იყო საქართველოს საგანგებო კომისიის თანამშრომელი, 1924 წლის ივლისიდან 1924 წლის 30 ოქტომბრამდე — აჭარის ასსრ საგანგებო კომისიის საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსი, 1924 წლის ივლისიდან 1925 წლის ნოემბრამდე — აჭარის ასსრ საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 1925 წლის ნოემბრიდან 1926 წლის სექტემბრამდე — ამიერკავკასიისა და საქართველოს საგანგებო კომისიების კოლეგიასთან არსებული განსაკუთრებული რწმუნებული. 1925-1926 წლებში საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის დავალებით თურქეთში იმყოფებოდა. 1926 წლის სექტემბრიდან 1928 წლის ივნისამდე იყო ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს უფროსი, 1928 წლის 17 ივნისიდან 1930 წლის აპრილამდე — აჭარის ასსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე, 1930 წლის 12 მაისიდან აგვისტომდე — სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ტფილისის სამხარეო განყოფილების უფროსი, 1930 წლის 23 სექტემბრიდან 1931 წლის 27 სექტემბრამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, 1931 წლის 27 სექტემბრიდან 1931 წლის 3 დეკემბრამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის სრულუფლებიან წარმომადგენლობაში საერთო განყოფილების უფროსი, 1931 წლის 3 დეკემბრიდან 1933 წლის 8 აპრილამდე — გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი, 1932 წლის თებერვლიდან 1933 წლის 8 აპრილამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის წევრი, 1933 წლის 8 აპრილიდან 1934 წლის 10 ივლისამდე — საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარე, ამავე დროს ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე, 1934 წლის 15 ივლისიდან 11 ნოემბრამდე — შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქართველოს სამმართველოს უფროსი.
1935 წლიდან 1936 წლის დეკემბრამდე მუშაობდა ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საბჭოთა კავშირის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულის მოადგილედ, 1935 წლის აგვისტოდან 1937 წლამდე — საქართველოს სსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული საბჭოთა კავშირის საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებულად.
1937 წელს ტროცკისტობის ბრალდებით დაიჭირეს და მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა. განაჩენი მოყვანილია სისრულეში 1937 წლის 5 ოქტომბერს[1].
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიშანი „საკავშირო საგანგებო კომისიის — სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო მუშაკი (V)“ (№ 573, 1930);
- (ამიერკავკასიის სფსრ, 10.04.1931);
- (საქართველოს სსრ, 07.03.1932);
- (აზერბაიჯანის სსრ, 14.03.1932);
- (20.12.1932);
- ნიშანი „საკავშირო საგანგებო კომისიის — სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს საპატიო მუშაკი (XV)“ (20.12.1932).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013. — გვ. 52-53, ISBN 978-9941-0-5532-4.