დავით თავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თავაძე.

დავით ელიზბარის ძე თავაძე (დ. 1916, აცანა, ოზურგეთის მაზრა — გ. 20 ივნისი, 1979) — ქართველი სამხედრო პირი, მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი (1944).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს გაიწვიეს სსრკ შეიარაღებულ ძალებში. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნახევარკუნძულზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. მისი ხელმძღვანელობით ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საბრძოლო ორდენები და მედლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]