დავით თაბაგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დავით თაბაგარი
Photographer davit tabagari.jpg
დაბადების თარიღი 30 მაისი, 1996
ჭიათურა
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
პროფესია ფოტოგრაფი

დავით თაბაგარი (დ. 30 მაისი, 1996, ჭიათურა) — ქართველი ფოტოგრაფი, ფოტოხელოვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1996 წლის 30 მაისს, ქალაქ ჭიათურაში. ფოტოგრაფიის შესწავლა ადრეულ ასაკში, დამოუკიდებლად დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებით განაგრძო. 2019 წლიდან მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტოგრაფად. პარალელურად დაკავებულია თავისუფალი ფოტოგრაფიით.

თაბაგარის ფოტორეპორტაჟების თემატიკა ძირითადად სოციალურ საკითხებს, ურბანულ[1][2], სამხედრო[3] და ლანდშაფტის ფოტოგრაფიას მიეკუთვნება[4][5].

სხვადასხვა დროს მისი ფოტოები დაიბეჭდა ისეთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოცემებში როგორებიცაა: Peta pixel, National Geographic, Europe Time, Radio Free Europe/Radio Liberty, Marketer, Georgian Journal- და სხვა.

არის სხვადასხვა პროექტის მონაწილე (მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო) და გამარჯვებული National Geographic Magazine საქართველოს ფოტოკონკურსისა „სიცოცხლე შენ გარშემო, 2018“[6]; National Geographic Magazine საქართველოს ფოტოკონკურსისა „თოვლიანი საქართველო, 2019“[7].

დავით თაბაგარი მიწვეული ლექტორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), სასერტიფიკატო პროგრამაზე „ფოტოგრაფიის საფუძვლები“.[8]

მის ფოტორეპორტაჟებში განსაკუთრებული ადგილი უკავია პროექტს „პარალელური თბილისი“[9].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]