დავით ვაშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

დავით ვაშაძე (დ. 1903, ჭიათურა გ. 1987) — ქართველი პუბლიცისტი.

ბიორაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ვაშაძე დაიბადა ჭიათურაში 1903 წელს. სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში. საინჟინრო განათლება გერმანიაში მიიღო. ემიგრაციაში დავით ვაშაძე ეწეოდა ნაყოფიერ ლიტერატურულ მოღვაწეობას. მისი პუბლიკაციები იბეჭდებოდა ჟურნალებში: „გუშაგი“, „თავისუფლების ტრიბუნა“, „კავკასიონი“ და სხვა. დავით ვაშაძე დაინტერესებული იყო ქართული ლიტერატურის საკითხებით. ამ მხრივ საყურადღებოა მისი წერილები: „რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს“, სასულიერო მწერლობის მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურაში; ვიქტორ ნოზაძისადმი მიძღვნილი წერილი – „ჩვენი ვიქტორი“; „ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ“ , სადაც მიმოხილულია ქართული მწერლობის გზა; „კნინი რამ აკაკი პაპავაზე“, ემიგრანტი მწერლისა და მეცნიერის მოღვაწეობაზე და სხვა.

დავით ვაშაძე ქართულ ემიგრაციას დიდ მიზნებს უსახავდა. აკრიტიკებდა ყველა იმ თანამემამულეს, ვინც რაიმე მოსაზრებით, ქართულ საქმეს აბრკოლებდა. წერილში –„მოვიგონოთ“ იგი წერს: „ემიგრაციაში უფრო მეტი ენერგიით და განუწყვეტელი მუყაითობით უნდა ვემსახუროთ ქართველი ერის ეროვნულ აღორძინებას. დაუღლელად უნდა ვამხელდეთ პრესაში საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. არ უნდა ვერიდებოდეთ იმ ქართველების მორალურ გატიტვლებას, რომელნიც პირადი კარიერიზმით და უდარდელი ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოს გარუსების პოლიტიკას ხელს უწყობენ“ (კავკასიონი, N15, 1971).

დავით ვაშაძე გარდაიცვალა 1987 წელს გერმანიაში, ქალაქ იტცეჰოეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დავით ვაშაძე //ილია ემიგრანტთა თვალით. ტ.2 / შემდგენელ-რედაქტორი დალი სინჯარაძე. თბ., 1996. გვ. 263-264
  • ვაშაძე დავით. მოვიგონოთ / დავით ვაშაძე // დაპყრობის 60 წლისთავი, 1921-1981 : კრებული. პარიზი, 1981 გვ.39-41

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]