დავით დვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით დვალი
დაბადების თარიღი 29 მაისი 1965
თბილისი, საქართველოს სსრ
განათლება ქიმიკოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით დვალი (დ. 29 მაისი 1965, თბილისი, საქართველოს სსრ) — სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი ასტროფოტოგრაფი საქართველოში.[1] დავით დვალმა დააფუძნა მოყვარული ასტროფოტოგრაფების ჯგუფი, სახელად Geo-Astro.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით დვალი დაიბადა ქალაქ თბილისში 1965 წლის 29 მაისს. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ფიზიკური ქიმიის სპეციალობით. 1987-89 წლებში სწავლობდა ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს ჯარჯი აქიმიძესა და ეროსი კიწმარიშვილთან ერთად, ქალაქ რუსთავში დააარსა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც მოკლე დროში საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზია გახდა. 1994-96 წლებში ეკავა კომპანიის ტექნიკური დირექტორის პოზიცია, ხოლო 1996-2000 წწ. იყო “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი.

2000 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და სათავეში ჩაუდგა სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯორჯია ონლაინს“, რომელიც სულ მალე საქართველოს ინტერნეტ ბაზრის ლიდერი გახდა.

ამჟამად დავით დვალი არის რამდენიმე სხვადასხვა პროფილის კომპანიის მფლობელი.

ასტროფოტოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლიდან აქტიურად არის დაკავებული საქართველოში სრულიად ინოვაციური დარგით — ასტროფოტოგრაფიით. მისმა ნამუშევრებმა გაიმარჯვეს მრავალ კონკურსში, მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.[3] დავით დვალის თაოსნობით შეიქმნა ჯგუფი „ჯეო-ასტრო”, რომლის მიზანია საქართველოში ასტრონომიის პოპულარიზაცია, პრეზენტაციებისა და შეხვედრების მოწყობა, ღია ცის ქვეშ ლექციების ჩატარება და სხვა.

საერთაშორისო აღიარებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით დვალის ფოტოებს საერთაშორისო გამოხმაურებები არ აკლია. ასტროფოტოგრაფთა საერთაშორისო საიტ Astrobin-ზე ის ამჟამად მეოთხე ადგილზე იმყოფება.[4] დავით დვალის ექვსმა ასტროფოტომ დაიმსახურა Image Of The Day-ს სტატუსი ამ საერთაშორისო საიტზე. მას მრავალჯერ აქვს აღებული AAPOD (Amateur Astronomy Picture Of the Day)-იც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]