დავით დევდარიანი
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| სრული სახელი | დავით დევდარიანი | ||
| დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1987 | ||
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
| სიმაღლე | 188 სმ | ||
| სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
| ახალგაზრდული კარიერა | |||
| 1994–1999 | დინამო თბილისი | ||
| 1999–2004 | თბილისი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 2004–2005 | თბილისი | 2 | (0) |
| 2005–2006 | თბილისი 2 | 28 | (4) |
| 2006–2007 | დიუნკერკი | 0 | (0) |
| 2001–2008 | ოლიმპი რუსთავი | 20 | (4) |
| 2008–2015 | ორჰუსი | 105 | (18) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 2008 | საქართველო 21-წლ. | 2 | (0) |
| 2008–2012 | საქართველო | 6 | (0) |
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
დავით დევდარიანი (დ. 28 ოქტომბერი, 1987, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით დევდარიანმა პროფესიონალური კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „თბილისში“, ერთი სეზონის შემდეგ დუბლებში დააქვეითეს, ხოლო კიდევ ერთი წლის შემდეგ საფრანგეთის ქვედა დივიზიონის კლუბ „დიუნკერკში“ გადავიდა, სადაც არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, კერძოდ რუსთავის „ოლიმპში“.
2007 წელს საქართველოს ჩემპიონი გუნდიდან წავიდა გუნდის ძირითადი ბირთვი და შემადგენლობა გაახალგაზრდავდა. ამავე წლის შემოდგომიდან დავით დევდარიანმა შეძლო მთავარ გუნდში თავის დამკვიდრება. 2007-08 წლის სეზონში „ოლიმპის“ შემადგენლობაში მან ჩაატარა 20 მატჩი და გაიტანა 4 გოლი.
2008 წლის იანვარში მონაწილეობა მიიღო დსთ-ს თასის გათამაშებაში, სადაც მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.
2008 წლის ზაფხულში სათამაშო კარიერის გასაგრძელებლად დანიაში, საფეხბურთო კლუბ „ორჰუსის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა, სადაც 2015 წლამდე თამაშობდა.[1]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსთავის „ოლიმპში“ წარმატებული თამაშის შედეგად დავითი მიიწვიეს საქართველოს ჯერ 21-წლამდელთა ნაკრებში, სადაც 2 ამხანაგური მატჩი ითამაშა, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში, სადაც 6 მატჩი ჩაატარა.