დავით გორგიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორგიძე.

დავით ალექსის ძე გორგიძე (დ. 9 თებერვალი, 1944, თბილისი) — ქართველი მექანიკოსმათემატიკოსი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2000), საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი (2003), საქართველოს საინჟინრო აკადემიის მექანიკისა და გამოყენებითი მათემატიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (2000).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წელს დაამთავრა თსუ-ის მექანიკამათემატიკის ფაკულტეტი. 1968-1984 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე; შეთავსებით თსუ-ის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკურ ინსტიტუტში. 1984 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე. გორგიძის კვლევის თემაა: თერმოელექტროდრეკადობის თეორიის, რეალური მოვლენებისა და პროცესების მათემატიკური მოდელირება. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Математические модели пьезоэлектрических устройств систем управления, Тб., 2000;
  • Некоторые задачи управления корпоративными системами, Тб., 2004.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]