დავით გიგაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიგაური.
დავით გიგაური
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით გიგაური
დაბადების
თარიღი
15 იანვარი, 1986 (1986-01-15) (38 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
თავისუფალი აგენტი
ახალგაზრდული კარიერა
დინამო თბილისი
ლოკომოტივი თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2004-2007 დინამო თბილისი
2007 ჩიხურა საჩხერე
2007-2008 მერანი თბილისი
2008-2010 გაგრა
2010 მეტალურგი რუსთავი 10 (0)
2010-2011 გაგრა 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2006 საქართველო 21 წლ. (0)
2008-2009 საქართველო (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დავით გიგაური (დ. 15 იანვარი, 1986) — ქართველი ფეხბურთელი, პოზიციით ცენტრალური მცველი. 2010-2011 წლებში ირიცხებოდა საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“, მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით გიგაურმა საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, სადაც საფეხბურთო სკოლა ავაზადან მოხვდა. ჯერ იყო დინამო–2, შემდეგ „დინამოს“ პირველი გუნდი. 2004–05 წლის სეზონი გიგაურმა თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა, თუმცა მალე ისევ „დინამოში“ დაბრუნდა. შემდეგ იყო საჩხერის „ჩიხურა“, თბილისის „მერანი“ და მისთვის ყველაზე შედეგიანი „გაგრა“. 2010 წელს იმყოფებოდა რუსთავის „მეტალურგში“, შემდეგ ისევ გაგრაში დაბრუნდა, სადაც 2011 წლამდე ითამაშა, შემდეგ კლუბი თავისუფალი აგენტის სატუსით დატოვა და ფეხბურთი მიატოვა. 2010-11 წლების სეზონში დავით გიგაურმა მხოლოდ თასის გათამაშების მატჩები ჩაატარა და დაეხმარა გუნდს გამხდარიყო თასის მფლობელი

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს დავითი ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, ხოლო 2008 წელს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა გიგაურს თამაშის შანსი არ მისცემია.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]