დავით გელოვანი
იერსახე
დავით გელოვანი (დ. 10 სექტემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი.
1979 წელს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის ექიმ–ეპიდემიოლოგი. 1979–1982 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი. 1982–1990 წლებში ეპიდემიოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1990 წლიდან ამავე კათედრის დოცენტია. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხებს.
1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ბაქტერიული დიზენტერიის ეპიდემიოლოგიური თავისებურებები საქართველოში.“
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვეტერინარული ქიმიოთერაპია თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966 გვ. 146
- ვეტერინარული ფარმაკოლოგია : სახელმძღვ. ზოოვეტ. ინ-ტის სტუდენტთათვის თბილისი, განათლება, 1966 გვ. 396
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 60