დავით გეგეშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით გეგეშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
დავით გეგეშიძე
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1935
დაბ. ადგილი ბაღდათი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 2003
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ჯილდოები საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1982)

დავით გეგეშიძე (დ. 1 იანვარი, 1935, — გ. 2003) — ქართველი მეცნიერი, ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1985).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1945 წლის 1 იანვარს, ქალაქ ბაღდათში.

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფოსის ფაკულტეტი. 1985-1995 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1986 წლიდან ამავე უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე.

გამოცემული აქვს შრომები, რომლებიც ეხება თანამედროვეობასთან რელიგიური ურთიერთობის პრობლემებს, რელიგიური რწმენისა და მეცნიერული ცოდნის ურთიერთობის საკითხებს, რელიგიური სექტანტობის გენეზისს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას. მისი მონაწილეობით შედგენილია მეცნიერული ათეიზმის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები.

1995 წლიდან იყო საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება (1982)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]