დავით ბოდბელი
იერსახე
დავით ბოდბელი (ვაჩნაძე), (გ. 27 ივლისი, 1790) — დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1751-1762, 1764-იდან ბოდბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტის წოდებით, საეკლესიო მწერალი, მწიგნობარი.
განათლება მიიღო დავითგარეჯის მონასტერში. მისი მასწავლებლები იყვნენ იოსები (ვაჩნაძე) და იოანე (ჯორჯაძე). არაერთი ხელნაწერი წიგნი შემატა მან დავითგარეჯისა და ბოდბის ბიბლიოთეკებს — ზოგი თვითონ გადაწერა, ზოგი საკუთარი ხარჯით გადააწერინა ან იყიდა. 1790 წელს მხედრულით გადააწერინა „დიდი სჯულის კანონი“ და დაუთმო მას რამდენიმე ტერმინის განმარტება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 282.
- ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966.