დავით ბოდაველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ბოდაველი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი დავით გიორგის ძე ბოდაველი
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 3 ივლისი, 1956 (1956-07-03) (67 წლის)
დაბ. ადგილი დუშეთი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
წონა 78–86 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ჭიდაობა
სახეობა ძიუდო, სამბო
კლუბი „კოლმეურნე“ (დუშეთი)
ასკ (თბილისი)
მედლები
მსოფლიო ჩემპიონატი
ბრინჯაო მაასტრიხტი 1981 -86 კგ
ევროპის ჩემპიონატი
ოქრო დებრეცენი 1981 -86 კგ

დავით ბოდაველი (დ. 3 ივლისი, 1956, დუშეთი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, 1981 წლის ევროპის ჩემპიონი და 1982 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი. საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი 1979 (86 კგ; თბილისი), 1981 (86 კგ; თბილისი), 1982 (86 კგ; ძიგორო კანოს მემორიალი, ტოკიო, იაპონია)[1] და ვიცე-ჩემპიონი (1981; 86 კგ; ძიგორო კანოს მემორიალი, ტოკიო, იაპონია). საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1983, 86 კგ; მოსკოვი) და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981, 86 კგ, მინსკი; 1982, 78 კგ, კიშინიოვი; 1983, 78 კგ, კიშინიოვი). 1977 წელს სამბოში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1978, ტაშკენტი).

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა წონითი კატეგორია ტურნირი ადგილი
ძიუდო მილანი, იტალია -86 კგ ევროპის გუნდური ჩემპიონატი 1982 2nd
ძიუდო დებრეცენი, უნგრეთი -86 კგ ევროპის ჩემპიონატი 1981 1st
ძიუდო მაასტრიხტი, ნიდერლანდები -86 კგ მსოფლიო ჩემპიონატი 1981 3rd

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
ევროპის ჩემპიონი
ევროპის ვიცე-ჩემპიონი
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ხალხთა VIII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სამბოში
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სამბოში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 234. 371 გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თავაძე, ირაკლი (23 ნოემბერი, 2019). „ქართული კვარტეტი იაპონურ გარემოცვაში“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2022. ციტატა: „ჭრიკიშვილი ადრე ძიგორო კანოს მემორიალად წოდებული ამ ტურნირის მომგები ორად ორი ქართველიდან ერთ-ერთია — პირველი დავით ბოდაველი იყო შორეულ 1982 წელს, ჭრიკიშვილმა კი იქ 2015 წელს გაიმარჯვა.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)