დავით ბახტაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით ბახტაძე
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1974
სამტრედია
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება უმაღლესი
პროფესია პოლიტიკოსი
პარტია ქართული ოცნება
მეუღლე(ები) ქეთევან კახაძე
შვილ(ებ)ი ანი და ამირან ბახტაძე

დავით ბახტაძე (დ. 17 მაისი, 1974, სამტრედია) — ქართველი პოლიტიკოსი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს დაამთავრა სამტრედიის N 4 რუსული საშუალო სკოლა. 1996 წელს კი — ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი. ამწე–სატრანსპორტო, საგზაო და სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების ფაკულტეტი, ინჟინერ–მექანიკოსის სპეციალობით.

1999 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის დიდი ჯიხაიშის ინსტიტუტის საფინანსო დარგის, საკრედიტო, საგადასახადო, სოციალური გარანტიებისა და ფასწარმოქმნის სამსახურის ორგანიზაციის სპეციალობა, ეკონომისტ–მენეჯერის კვალიფიკაციით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1996–1997 წლებში მუშაობს სამტრედიის საგადასახადო ინსპექციაში. 1997–2005 წლებში — სამტრედიის საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის გაერთიანებაში სახლმმართველობის განყოფილების უფროს სპეციალისტად. 2005–2010 წლებში „შპს სამტრედიის“ საქალაქო მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის გაერთიანების დირექტორის მოადგილე. 2010–2014 წლებში „ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დირექტორი. 2014 წლის 16 ივლისიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. 2021 წლიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე ქეთევან კახაძე და ორი შვილი ანი ბახტაძე და ამირან ბახტაძე

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]