დავით ბატონიშვილის მონეტა
იერსახე
დავით ბატონიშვილის მონეტა, სპილენძის უნიკალური უკანასკნელი ქართული მონეტა, მოჭრილი ერეკლე II-ის შვილიშვილის დავით გიორგის ძის გამგებლობის დროს. მონეტის შუბლზე გამოსახულია ფარშავანგი, ქვემოთ კი თარიღი — ჰიჯრით 1215 (1800/1) ზურგზე — ჩარჩოში ჩასმულია 4 ქართული ასო "ტფლს" (ტფილისი). მიხეილ ბარათაშვილის კოლექციასთან ერთად დაცულია ბერლინის მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969
- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 338.