დავით აქუბარდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დავით აქუბარდია
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1953 (1953-07-12) (70 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი; ჟურნალისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით აქუბარდია (დ. 12 ივლისი, 1953, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი და ჟურნალისტი. ტელეკომპანია „კავკასიის“ დამფუძნებელი და დირექტორი 1994 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით აქუბარდია დაიბადა 1953 წლის 12 ივლისს, ქალაქ თბილისში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი. 1971-1972 წლებში მუშაობდა საავიაციო ქარხანაში ამწყობ-ზეინკლად. 1977-1980 წლებში იკავებდა საგეგმო კომიტეტის ეკონომისტის თანამდებობას. 1980-1990 წლებში იყო მეცნიერებათა აკადემიის უფროსი ინსპექტორი, 1990-1994 წლებში კი ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე. 1994 წელს დააფუძნა ტელეკომპანია „კავკასია“. 1995 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი „მენეჯმენტის საფუძვლები“. „კავკასიაზე“ მიჰყავს სატელევიზიო გადაცემა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე. ტელევიზიის დაარსების შემდეგ ჟურნალისტური საქმიანობით დაკავდა.

მისი მეუღლეა ასევე ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1996-97. — გვ. 26.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნინო ჯანგირაშვილი — ჟურნალისტი. რადიო თავისუფლება. radiotavisupleba.ge (2012-12-02). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2020.