დავით ანდრიაძე
დავით ანდრიაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 ივლისი, 1958 (66 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე, ფილოსოფოსი და პედაგოგი |
ჯილდოები | კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია |
დავით ანდრიაძე (დ. 4 ივლისი, 1958, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი, ხელოვნების მუშაკი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1983-1987 წლებში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში, ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის მიმართულებით.
1986-1989 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომლის პოზიცია ეკავა. 1989-1990 წლებში დაწინაურდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1990-დან 1995 წლამდე ესთეტიკის კათედრაზე დოცენტად მუშაობდა. 1995-1999 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის თეორიის განყოფილებაში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა ეკავა. 1999 წლიდან სურათების ეროვნული გალერეის საერთაშორისო საგამოფენო დირექტორის პოზიცია დაიკავა. 1997-2005 წლამდე თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავალმხრივ მოღვაწეობდა: ხელმძღვანელობდა ფილოსოფიისა და კულტუროლოგიის კათედრას, მართავდა კულტურის ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ასრულებდა პროფესორის მოვალეობას. 2003-2008 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად მუშაობდა. 2005-2007 წლებში საქართველოს ეროვნული გალერეის არტდირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. 2008 წელს ჟურნალ „არტიფაქტის" მთავარი რედაქტორი გახდა. 2008-2012 წლამდე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორად მოღვაწეობდა. 2008-2015 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიცია ეკავა. 2013 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწვეულ პროფესორად აგრძელებს მუშაობას. 2018 წლიდან ჟურნალ „თეატრის" მთავარი რედაქტორის პოსტს იკავებს. 2019-2023 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური გადაცემის „დღის კოდი" ავტორი და წამყვანი იყო. 2003 წელს მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.
1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მხატვრული დროის კატეგორია სახვითი ხელოვნების ონტოლოგიაში.“ 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „ხელოვნების ქმნილების ქრონოტოპი.“[1] [2]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2024 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველო : თანამედროვე ქანდაკება = Georgia : Contemporary sculpture - თბილისი, შპს სეზანი, 2022 გვ. 224 - ISBN: 9789941837869
- The veils season (ავტორი). - lambert academik publishing, 2018. - 625გვ..
- ბაჟბეუკის ქარიზმა = Charisma of Bazhbeuk : მხატვარალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვი : მონოგრაფია - თბილისი, შპს „სეზანი“, 2017. გვ. 200 - ISBN: 9789941275791
- ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა = Life and death of Ucha Japaridze - თბილისი, ფონდი არტკავკასუსი, 2016 გვ. 200 - ISBN: 9789941093432
- რუსუდან გაჩეჩილაძე: გმირი და მოდელი = Rusudan Gachechiladze: Heroine and the model - თბილისი, არტ ვილა გარიყულა, 2016 გვ. 264 - ISBN: 9789941085338
- სამეულის თეატრი = Sameuli theater - თბილისი, 2014 გვ. 148 - ISBN: 9789941073335
- ქართული წიგნის ხელოვნება, XX საუკუნე = Georgian book art, XX century // წიგნი 2, წიგნის გაფორმება, კონსტრუირება. სატიტულო შრიფტი XX საუკუნე . - თბილისი, მერიდიანი, 2014 გვ. 132 - ISBN: 9789941109416
- მამია მალაზონიას თეატრი : ალბომი - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013 გვ. 96- ISBN: 9789941157943
- ის ანუ ახალი ხოლსტომერი = Is or a new strider - თბილისი, 2011 გვ. 252 - ISBN: 9789941038334
- ფერწერა და იმაგინაცია - თბილისი, თბილ. უნტ-ის გამ-ბა, 1997 გვ. 196 - ISBN: 5511007471
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე თბ., 2012 გვ. 544