დავით ალადაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ალადაშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი დავით ალადაშვილი
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1990 (1990-04-13) (29 წლის)
დაბ. ადგილი საქართველოს დროშა ქართველი
საქმიანობა პიანისტი

დავით ალადაშვილი (დ. 13 აპრილი, 1990, თბილისი) — ქართველი პიანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ალადაშვილი დაიბადა 1990 წლის 13 აპრილს თბილისში[1]. 11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა ლეილა მუმლაძესთან. 15 წლის ასაკში მიიღეს თბილისის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, დარეჯან ცინცაძის კლასში. 2007 წელს ალადაშვილი გადავიდა ნიუ-იორკში და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მას ასწავლიდა ვიქტორი მუშკატკოლი. ბოლო პედაგოგი ჯულიარდის სკოლაში იყო ჯერომ ლოვენტალი და მატი რაეკალიო. 2012 წელს ალადაშვილმა დაამთავრა ჯულიარდის სკოლა ბაკალავრის დიპლომით. დავით ალადაშვილი მასტერ-კლასს იღებდა ცნობილი მუსიკოსებისაგან, მათ შორისაა კარლ-ჰაინც კემერლინგი, დიმიტრი ბაშკიროვი, ანტონ ნელი, რაჩარდ გუდი, ალექსანდრე ბოდურანსკი, იოჰევედ კაპლისკი, ალექსანდრე კორსანტია და სხვა. ასევე მუსიკოსს მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ფესტივალში. მათ შორის ვლადიმერ ნილსენის ფორტეპიანოს ფესტივალი სეგ-ჰარბორში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) 2008/2009 წლებში და ზალცბურგის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში-2011/2013 წლებში.

დავით ალადაშვილს პრესა უწოდებს "ემოციური ვირტუოზი,დაბადებული სცენისთვის". პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი,მათ შორისაა ახალგასრდა პიანისთა საერთაშორისო კონკურსი თბილისში (2001), ვლადიმერ სპივაკოვის საერთაშორისო ფესტივალი მოსკოვში (2005) და რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო ფორტეპიანოს კონკურსი პარიზში (გრან-პრი, 2006). დავით ალადაშვილის სოლო კონცერტები ტარდება საქართველოში,რუსეთში,გერმანიაში,საფრანგეთში,დიდ ბრიტანეთში,ავსტრიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.2005 წელს მან მიიღო პრეზიდენტის პრეზიტენის სტიპენდია ხოლო ჯულიარდის სკოლაში სიუზენ პოუზის სტიპენდია.

2010 წლის თებერვალში მას ჰქონდა დებიუტი სოლო კონცერტი კარნეგი-ჰოლში. 2010 წლის ნოემბერში მან მიიღო მონაწილეობა რობერტ შუმანის გარდაცვალებიდან 200 წლის თავისადმი მიძღვნილ ფესტივალ "White Light Festival"-ში, ნიუ-იორკში ლინკოლნ ცენტრში. 2011 წლის მარტში პიანისტის კონცერტები გაიმართა ჰიუსტონში და თბილისში.დავით ალადაშვილი დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ნაწარმოებების შესრულებას.2011 წლის იანვარში მან მიიღი მონაწილეობა ფესტივალ Focus!-ში(სამხატვრო ხელმძღვანელი ჯოელ საქსი), სადაც პიველად შეასრულა პოლონელ კომპოზიტორთა ტადეუშა ბელიცკოგოს, გრაჟინი ბაცევიჩის და იოანი ბრუზდოვიჩის ნაწარმოებები.2012 წელს დავით ალადაშვილი სწავლის გასაგრძელებლად (მაგისტრატურა) დაბრუნდა ჯულიარდის სკოლაში. 2012-2013 წლის სეზოზე მას ჰქონდა უამრავი სოლო კონცერტი,ასევე მოამზადა ქართული მუსიკის პროგრამა კონცერტისთვის,სადაც მონაწილეობას იღებდნენ ჯულიარდის სკოლის სტუდენტები.2012 წლის საფხული პიანისტმა საქართველოში გამართა სოლო კონცერტები, ატარებდა მატერ-კლასებს. დავით ალადაშვილმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი "ახლგაზრდები ახალგაზრდებისთვის". 2013 წლის სექტემბერში სტუდია LP Classics-ში ჩაიწერა ალადაშვილის სადებიუტო ალბომი Opus 13. ალბომში შესულია სკრაბინის,შუმანის 13 ნაწარმოები,ასევე ახალგაზრდა კომპოზიტორთა 13 ნაწარმოები რომელიც სპეციალურად პიანისთვის დაიწერა. ალბომი გამოვიდა 2013 წლის 13 დეკემბერს.

2014 წლიდან ანიტა რაჭველიშვილმა დაიწყო აქტიური თანამშრომლობა პიანისტ დავით ალადაშვილთან, მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად. არაერთხელ ერთად გამოსულან ნიუ-იორკის, თბილისის, ბერლინის დიდ სცენებზე. ასევე 2014 წელს მონაწილეობა მიიღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „თეთრ ღამეებში“. დაგეგმილია ერთობლივი კონცერტები 2015 წლის ოქტომბერში პარიზში, დეკემბერში ნიუ-იორკში Canegie hall-ში, მომავალი წლის სეზონზე ლა სკალას თეატრში, მომავალი წლის მაისში კანადის საოპერო თეატრის სცენაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]