დავით აბესაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბესაძე.

დავით ნოდარის ძე აბესაძე (დ. 1 აგვისტო, 1951, თბილისი) — ქართველი მომღერალი (ტენორი). საქართველოს სახელმწიფო არტისტი (1988).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1973 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, ხოლო 1980 წელს თბილისის ი. ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. 1973-1984 წლებში მუშაობდა „საქქალაქმშენპროექტის“ არქიტექტორად, 1984 წლიდან „საქკოოპრეკლამის“ კომბინატის მთავარი მხატვარია. დავით აბესაძემ 1970 წელს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს — თ. სეფერთელაძესა და მ. თავართქილაძესთან ერთად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“, რომელიც 1973 წლიდან გამოდის როგორც საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის პროფესიონალური კოლექტივი. აბესაძიას შესრულება გამოირჩევა უშუალობით, ემოციურობით. აქვს ლამაზი ტემბრის ხმა. ოსტატურად ფლობს ფალცეტს, ასევე ოსტატურად ასრულებს აკომპანემენტს გიტარასა და ფანდურზე. დავით აბესაძე ანსამბლთან ერტად გასტროლებზე იყო არაერტ ქვეყანაში. 1979 წლიდან საქართველოს ტელერადიოს სოლისტია.

მიღებული აქვს საქართველოს კომკავშირის პრემია (1982).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]