შინაარსზე გადასვლა

დავით აბაშიშვილი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით აბაშიშვილი (დ. 17 თებერვალი, 1971 — გ. 16 მარტი, 1993) — ქართველი სამხედრო პირი.

დავით აბაშიშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იყო „ელექტროაპარატში“ ხელოსანი, რომელიც მუშაობდა ლითონის სხვადასხვა ნაკეთობის დამზადებაზე, აწყობასა და შეკეთებაზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ ჩააბარა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე. ომის დროს დათო აბაშიშვილი ჩაირიცხა „შავნაბადას“ ბატალიონში. 16 მარტს სოხუმზე შტურმის დროს გუმისთის მისადგომებთან გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის დროს გმირულად დაეცა. იგი მიყენებული ჭრილობებით სისხლდენისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ (გარდაცვალების შემდეგ).

უკვდავება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თბ., 2004, გვ. 25.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]