დავითი (წერეთელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავითი (გვარად წერეთელი) (დ. 1781 — გ. 14 თებერვალი, 1853) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე. გენერალ-მაიორ ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის ვაჟი.

1796 წელს ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში. 1804 წელს ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტი გახდა. დიდი ამაგი დასდო ჯრუჭის ქართული კულტურის კერას. 1804 წელს არქიეპისკოპოსად აკურთხეს, მალე მიტროპოლიტის ხარისხი მიიღო. 1829 წელს დანიშნეს მიტროპოლიტად სამეგრელოში, სადაც რამდენიმე ეკლესია ააშენა. თავადაზნაურობის მოთხოვნით, 1843 წელს დავითი რუსეთის ხელისუფლებამ იმერეთის საეკლესიო საქმეებს ჩაუყენეს სათავეში, იქვე მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დასაფლავებულია ჯრუჭის მონასტერში, წერეთელთა საგვარეულო სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]