დავითი (მახარაძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დავითი (ამბა))
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
დავითი (მახარაძე)
დროშა
დროშა
ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
დაბადების სახელი: ირაკლი რომანის ძე მახარაძე
დაბადება: 2 მარტი, 1960 (1960-03-02) (64 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 28 ოქტომბერი, 1991
დიაკვნად კურთხევა: 23 ნოემბერი, 1988
მღვდლად კურთხევა: 25 დეკემბერი, 1988
ეპისკოპოსად კურთხევა: 24 მაისი, 1992
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25 დეკემბერი, 1996
მიტროპოლიტობა ებოძა: 28 ნოემბერი, 2000

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში — ირაკლი რომანის ძე მახარაძე; დ. 3 თებერვალი, 1960, თბილისი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარე. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული საეკლესიო გალობის ცენტრის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე; ანგელოზის დღე — ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი (ღირსი დავით გარეჯელის ხსენება); კათედრა ალავერდში, რეზიდენცია ალავერდსა და თელავში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი 1991 წლის 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მანამდე კი, 1988 წლის 23 ნოემბრიდან დიაკვანი, ამავე წლის 25 დეკემბრიდან კი მღვდელი იყო. 1992 წლის 24 მაისს ეპისკოპოსად აკურთხეს და ნიკორწმინდის ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა, ამავე წელს კი ბოდბის ეპარქიის წინამძღვრად,1993 წელს კი, ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1992 წლიდან 1995 წლამდე საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 1996 წლის 25 დეკემბერს მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. 2000 წლის 28 ნოემბერს, მღვდელმთავრის უმაღლესი წოდება — მიტროპოლიტობა მიანიჭეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]