დავითი (ღამბაშიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავითი (გვარად ღამბაშიძე) [დ. 1842, ყვირილა (ახლანდ. ზესტაფონი), — გ. 21 დეკემბერი, 1910, იქვე] — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, დეკანოზი; პუბლიცისტი, რედაქტორ-გამომცემელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია. იყო გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძის) თანამებრძოლი. ზემო იმერეთში „დიდ დეკანოზად“ მოიხსენიებდნენ. 1883–1910 წლებში მისი რედაქტორობით დაბა ყვირილაში გამოდიოდა რუსული დამატებით (1886–1903) სასულიერო ორკვირეული ჟურნალი „მწყემსი“, რომელიც ხელს უწყობდა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. დავითი იბრძოდა რუსიფიკატორული რეჟიმის წინააღმდეგ. როცა მას კატეგორიულად მოსთხოვეს საღმრთო რჯულის რუსულ ენაზე სწავლება, პროტესტის ნიშნად პედაგოგობას თავი დაანება. დავითი პუბლიცისტურ წერილებში იცავდა ავტოკეფალიაწართმეული საქართველოს ეკლესიის უფლებებს. მის შრომებს შორის აღსანიშნავია „ექიმი იოანე გომართელი და მისი მსჯელობა, „თუ რა გზას უნდა დაადგეს სამღვდელოება?“, „სახალხო სააქიმო წიგნი კარაბადინი“ და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კ. გ-ლი [კონსტანტინე ანთიძე], დეკანოზი დავით ღამბაშიძე, «სახალხო გაზეთი», 1910, №193;
  • მიუდგომელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე, გაზ. «თემი», 1911, №4;