დავითისმთა
იერსახე
დავითისმთა | |
---|---|
კოორდინატები: 41°47′28″ ჩ. გ. 44°33′59″ ა. გ. / 41.791194° ჩ. გ. 44.566556° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1463 მ |
ქედი | სათოვლის ქედი |
ამგებელი ქანები | შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩია |
დავითისმთა — მთა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს სათოვლის ქედზე (თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი განშტოება), მდინარე სათოვლეხევის (ხეკორძულის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 1463 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით. მწვერვალი მობრტყელებულია, ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, დანარჩენი — დამრეცი. შემოსილია მდელოს ბალახეულით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 289.