დავიდ ნ’გოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დევიდ ნ'გოგი
David N'Gog 23-07-11 1.png
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
1 აპრილი, 1989 (1989-04-01) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ჟენევილიე, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიმაღლე 190 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
როს ქაუნთი
ნომერი 14
ახალგაზრდული კარიერა
2001-2006 პარი სენ-ჟერმენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006-2008 პარი სენ-ჟერმენი 18 (1)
2008-2011 ლივერპული 63 (9)
2011-2014 ბოლტონი 81 (14)
2014   სუონსი 3 (0)
2014–2016 რეიმსი 44 (10)
2016–2017 პანიონისი 13 (1)
2018 - როს ქაუნთი 10
ეროვნული ნაკრები
2008-2010 საფრანგეთის U21 17 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დავიდ ნ'გოგი (დ. 1 აპრილი, 1989) — პროფესიონალი ფრანგი ფეხბურთელი. არის შოტლანდიური როს ქაუნთის თავდამსხმელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავიდ ნ'გოგი დაიბადა ჟენევილიეში 1989 წლის 1 აპრილს. ის არის საფრანგეთის მოქალაქე. მან თამაში დაიწყო დიდი ტრადიციების მქონე პარი სენ-ჟერმენში და 2006 წლის ივნისში 17 წლის ასაკში გააფორმა თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი. ნ'გოგი ოჯახში ერთადერთი ფეხბურთელი არ არის მისი ბიძაშვილები ჟან ალენ და იანიკ ბუმსონგები საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელები არიან. ნ'გოგის თავდაპირველი საფეხბურთო კარიერა არც თუ შედეგიანი გამოდგა მაგრამ მიუხედავად თავის პირველ სეზონში 18 ჩატარებულ შეხვედრაში ერთადერთი გოლისა ის მაინც ბრწყინავდა ახალგაზრდულ ნაკრებებში და მის თამაშს ნაყოფიერად და შედეგიანად აფასებდნენ. 2007 წელს მან 19 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ორი გოლი გაუტანა ინგლისელ ახალგაზრდებს, ამას შემდეგ მისი პირველი წარმატება მოყვა საფრანგეთის თასზე 2008 წელს, სადაც „პარი სენ ჟერმენმა“ იმარჯვა ამან კი პრაქტიკულად ნ'გოგს გზა გაუხსნა საფეხბურთო სამყაროსკენ

ლივერპული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნ'გოგი „ლივერპულის“ შემადგენლობაში 2008 წლის 24 ივლისს ჩაირიცხა და 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი სანაცვლოდ კი ფრანგებმა 1.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღეს. ამ ტრანსფერის შემდეგ ბენიტესმა ქება შეასხა ლივერპულის სელექციონერებს და განაცხადა რომ მათ იპოვეს ტექნიკური პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელიც არ ღირს ძვირი. ნ'გოგმა თავისი პირველი მატჩი „ლივერპულის“ შემადგენლობაში ვილიარეალის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჩაატარა, ხოლო თავისი პირველი მერსისაიდული გოლი მომდევნო მატჩში რეინჯერსს გაუტანა წინა სასეზონო შეხვედრაში. ნ'გოგმა განაგრძო წარმატებულად სვლა და თავისი საჩემპიონთალიგო გოლიც გაიტანა პსვს წინააღმდეგ, ხოლო 3 მარტის დაპირისპირებაში სანდერლენდის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • liverpoolfc.ge - ლივერპულის ქართული ფანკლუბი