დავაკრანი
იერსახე
| დავაკრანი | |
|---|---|
ქულბაქი (მარცხნივ) და დავაკრანი (მარჯვნივ), ხედი სოფ. ფოკიდან | |
| კოორდინატები: 41°24′12″ ჩ. გ. 43°54′53″ ა. გ. / 41.40333° ჩ. გ. 43.91472° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 2820 მ |
| ქედი | ჯავახეთის ქედი |
| ამგებელი ქანები | ვულკანური ანდეზიტ-ბაზალტური ლავა |
დავაკრანი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
მდებარეობს ჯავახეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2820 მ. აგებულია ვულკანური ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით. დავაკრანს აქვს დამრეცი კალთები და გუმბათისებრი ფორმა. შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 331.