დიგორხან დადიშქელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დადიშქელიანი, დიგორხან)

დიგორხან დადიშქელიანი (გ. 1843) — ჩუბეხევის (სვანეთი) მთავარი, ჩოლურის მფლობელის გარდაფხაძის ასული. მეუღლის — მოსოსტრის გარდაცვალების შემდეგ 1821-1843 წლებში ჩუბეხევის ფაქტობრივი გამგებელი იყო. 1841 წლიდან კი მეფის არმიაში უბიხეთში დაღუპული შვილის — ციოყის ექვს მცირეწლოვან შვილს (მ.შ. კონსტანტინეს) მეურვეობდა. დადიშქელიანი რუსეთის ორიენტაციისა იყო. 1833 წელს მისი ინიციატივით ჩებეხევი რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. დადიშქელიანი ძლიერი ნებისყოფის ენერგიული მმართველი იყო. 1843 წელს ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელი თათარყან დადიშქელიანი თავს დაესხა ფარის რეზიდენციას. დიგორხანი კარგა ხანს იცავდა თავს, ბოლოს ცეცხლმოკიდებული კოშკიდან გადმოხტა და დაიღუპა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934
  • გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925