შინაარსზე გადასვლა

დადა დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დადა დადიანი (დ. 19 აპრილი, 1966, თბილისი, — გ. 18 ივნისი, 2025[1]) — ქართველი მუსიკოსი და პროდიუსერი, ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი.

დადა დადიანი ქართულ მუსიკალურ სცენაზე 1980-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა. 1988 წელს ჩამოაყალიბა ალტერნატიული როკ-ჯგუფი „ტაქსი“ (ვოკალისტი, გიტარისტი), რომელმაც ერთი სტუდიური ალბომი ჩაწერა. 1991 წელს ირაკლი ჩარკვიანთან და ჯგუფ „რეცეპტის“ ბასისტ კახა გუგუშვილთან ერთად შექმნა პროექტი Children's Medicine („საბავშვო მედიცინა“), 1993 წელს კი — ბიბი კვაჭაძესთან, სერგი გვარჯალაძესთან, გოგი ჭილაშვილთან, კახა გუგუშვილთან და ხათუნა მანაგაძესთან ერთად ექსპერიმენტული პროექტი Georgian Dance Empire ბიბი კვაჭაძესთან, რომელიც ქართული ხალხური და დასავლური ელექტრონული მუსიკის ელემენტებს აერთიანებდა.[2][1] 1993 წლის ბოლოდან დადიანი ცხოვრობდა და მუშაობდა ლონდონში. 2020 წელს საქართველოში დაბრუნდა. გარდაიცვალა 2025 წლის 18 ივნისს, 59 წლის ასაკში.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 გარდაიცვალა დადა დადიანი, Billboard Georgia. 18 ივნისი, 2025.
  2. ხადური გია, დადა დადიანი, „ტაბულა“, 22 მარტი 2015.