დაგეროტიპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლუი დაგერი

დაგეროტიპია (ფრანგ. daguerréotype) — ფოტოგრაფიის თავდაპირველი წესი, როდესაც ორიგინალის პოზიტიური გამოსახულება გადადიოდა ვერცხლის იოდიდის თხელ ფირფიტაზე. გამოიგონა ლ. ჟ დაგერმა XIX საუკინის 30-იან წლებში ნ. ნიეფსის ცდების საფუძველზე. პირველად დაგეროტიპიის ფოტოგრაფირების პროცესი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში 1839 წელს წარადგინეს. ეს წელი ითვლება ფოტოგრაფიის დაბადების წლად.

დაგეროტიპაში გამოიყენებოდა კარგად გაპრიალებული ვერცხლის ფირფიტები, ექსპოზიციისას გადაღების ობიექტი უძრავად უნდა მდგარიყო 30-40 წუთის განმავლობაში, რის შემდეგადაც ვერცხლის ფირფიტა მუშავდებოდა ვერცხლისწყლის ორთქლით. აღნიშნულმა პროცესმა მიუხედავად მისი სიძვირისა, მოუხერხებლობისა და საფრთხის შემცველობისა იარსება ორი ათეული წელი, სანამ არ გამოიდევნა უფრო იაფი, სწრაფი და უსაფრთხო ფოტოგრაფიული პროცესების მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: