დაბლაბზიანთ წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაბლაბზიანთ წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე, ტყით დაფარულ მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვის შერეული წყობით. წყობაში ალაგ-ალაგ შირიმის ქვაცაა გამოყენებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით მცირე სიღრმის ნახევაწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე მაღალი, სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი. სარკმლის გარეთა ღიობს თითქმის კვადრატული ფორმა აქვს. აფსიდში ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. ერთი სწორკუთხა სარკმელია დასავლეთ კედლის ზემოთა ნაწილში. დარბაზი შემაღლებულ პროპორციებშია გადაწყვეტილი და ცილინდრული ფორმის კამარა ხურავს. გრძივ ფასადებზე შემორჩენილია შირიმის თაროსებრი ლავგარდანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]