დაბის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბის ღვთისმშობლის ეკლესია
Daba church of st. Mary.jpg
დაბის ღვთისმშობლის ეკლესია — საქართველო
დაბის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა საქართველო
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ეკლესია
თარიღდება XI-XIV საუკუნეები

დაბის ღვთისმშობლის ეკლესია „მარიამწმინდა“ — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბასთან. მდებარეობს სამანქანო გზის პირას, მცირე გორაკზე, შემორჩენილია გალავანშემორტყმული ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევი.

გალავანი დიდი დაუმუშავებელი ლოდებითაა ნაგები. კირი გამოქარულია და კედელი ყორის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი, რომელიც ორ მძლავრ კედელს შორის მოქცეულ ფართო კამაროვან გასასვლელს წარმოადგენს, დასავლეთიდანაა. გალავანი სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან ციცაბო კლდეზეა მიბჯენილი. აქ კლდის ქიმზე ასასვლელად საფეხურებია გამოკვეთილი. ძნელბედობის ჟამს ამ გალავანს მოსახლეობა თავს აფარებდა. ეკლესიის ნანგრევი გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია. მას ჩრდილოეთიდან სამნაწილიანი მინაშენი აქვს, რომელიც შედარებით უკეთ გადარჩენილა. ეკლესიიდან შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთი კედელი (სიმაღლე 1,5 მ), რომელიც გარედან კარგად გათლილი მორუხო ფერის კვადრების შესანიშნავი წყობითაა ნაგები. ეკლესია XI–XIII საუკუნეებს უნდა იყოს. გალავანი კარიბჭითურთ შესაძლებელია XIV საუკუნეს ეკუთვნოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ვ., ქუჩუკაშვილი მ., ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 243.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12142