დაბაკნეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაბაკნეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაკნეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

დარბაზული ტიპის ეკლესიას აღმოსავლეთიდან სწორკუთხა საკურთხეველი აქვს. საკურთხეველში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი, რომლის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშაა.

სამხრეთ კედელში ჩანს შესასვლელის კვალი. ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1 მეტრის სიმაღლეზე, სხვაგან უფრო ნაკლებია. ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის თლილი ქვით. ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი ჰქონდა. მინაშენის მხოლოდ დასავლეთი კედლის მცირე ნაწილია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 42