დაბაკნეთის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაბაკნეთის ზურგიანი კოშკიარქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაკნეთში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

კოშკი სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები.

ძეგლი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე. აქედან მესამე სართულის მცირე ნაწილია გადარჩენილი, ხოლო პირველი სართული ამოვსებულია მიწით. კოშკის ზურგი ჩრდილოეთისკენაა მიმართული. არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. შესასვლელის თავზე სათოფურია მოწყობილი. დასავლეთი კედელი მიწის პირამდეა ჩამონგრეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 42